ერთიანი ეროვნული გამოცდები

18:17, 02.07.2026

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობენ ბრალდებულები და მსჯავრდებულებიც. პენიტენციური სისტემიდან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 პირია რეგისტრირებული, მათ შორის, ხუთი არასრულწლოვანი. მოწყობილია სპეციალური საგამოცდო ცენტრი. პენიტენციურ დაწესებულებებში ფუნქციონირებს „ციფრული უნივერსიტეტი“,  რომელიც მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში და მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

მსგავსი