„ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ წევრები დღეს ზუგდიდში ჩავიდნენ

საინიციატივო ჯგუფის წევრები „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ დღეს ზუგდიდში ჩავიდნენ, საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრნენ, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ხელმოწერები გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვისთვის გროვდება.

საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ პირველ ოქტომბრამდე, პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი რეაგირებისთვის დოკუმენტს მთავრობას გადაუგზავნიან.  ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებისგან ერთ თვეში პასუხს ვერ მიიღებენ, პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.