„ერთიან ნეიტრალური საქართველოს“ განცხადება

12:12, 13.01.2026

სასურსათო ფასების ზრდის მიზეზებსა და რეკომენდაციებზე საუბრობენ ,,ერთიან ნეიტრალური საქართველოში”. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, საკვები პროდუქტების ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებელი, სხვა პროდუქტებთან თუ მომსახურებებთან შედარებით, არის გლობალური და შიდაფაქტორების კომბინაცია. მისივე თქმით, სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების და სავარაუდო კარტელური გარიგებების აღკვეთის შემთხვევაში, შესაძლებელია ფასების სტაბილიზაცია. მისივე თქმით, სახელმწიფომ სტრატეგიულ დონეზე უნდა გადაწყვიტოს, ერევა თუ არა ბაზრის მართვაში.

მსგავსი