აბიტურიენტებისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ, ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. იგივე თარიღში იქნება შესაძლებელი საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციაც. რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება და ცენტრის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი. პირველი და ძირითადი ეტაპი, 2 აპრილის 18 საათამდე რეგისტრაციის საფასურის გადახდა, პირადი ინფორმაციის შევსებასა და საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევას გულისხმობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს, აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. წინა წლებისგან განსხვავებით, 2025 წლის გამოცდებზე ის პირები ვისაც 12 კლასი არ აქვთ დამთავრებული, გამოცდებზე არ დაიშვებიან. ნინო წერეთლის განცხადებით, არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას ცენტრი მომდევნო წლისთვის განიხილავს.