ერთი წელი ტატუნაშვილის მკვლელობიდან  

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოება შეძრა. არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.

34 წლის მამაკაცი 2018 წლის თებერვალში ორ თანმხლებ პირთან ერთად ე.წ. სამართალდამცავებმა ჯერ უკანონოდ დააკავეს, ცხინვალის ე.წ. იზოლატორში სასტიკად აწამეს, ცხედარი კი ოჯახს მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გადასცეს.

არაღიარებულმა რეჟიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა, თუმცა ექსპერტიზამ სხეულზე მრავლობითი მძიმე დაზიანებების არსებობა და მისი წამებით მოკვლა დაადასტურა. გარდაცვლილის ცხედრიდან  ორგანოებიც ამოცლილი იყო.

ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ და დაუსწრებლად გასამართლებულ ორ პირს ინტერპოლით ახლაც ეძებენ.