ერთი წელი საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. მას 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა ორი მუხლით  – („საზღვრის უკანონოდ კვეთა“, „სამხედრო პირზე თავდასხმა“) აქვს მისჯილი. ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ცენტრალური ხელისუფლება როგორც ჟენევის მოლაპარაკებებზე, ასევე ერგნეთში გამართულ შეხვედრებზე ითხოვს. ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის.