ერთი წელი კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან  

2020 წლის 26 თებერვალს ირანიდან შემოსულმა მოქალაქემ ჩვენი ყოველდღიურობა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენიდან ერთი წელი გავიდა. ერთი წლის განმავლობაში ქვეყანამ პანდემია ორ ტალღად გადაიტანა. პირველისგან გასხვავებით უმძიმესი აღმოჩნდა მეორე ტალღა დღეში 4000-5000 შემთხვევით. 270 000-ზე მეტი ინფიცირებული, 3 485 გარდაცვლილი – ასეთია ერთი წლის მონაცემები. მეორე ტალღის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად ამ მომენტისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი მკვეთრად გაუმჯობესებულია, თუმცა ქვეყანას ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღია. ვაქცინაციის გეგმაში ცვლილებები შევიდა და პირველი დოზების შემოტანის თარიღად ამჯერად მარტის პირველი ნახევარი სახელდება.

დატოვე კომენტარი