ერთი წელი ისტორიული გამარჯვებიდან

21:59, 26.03.2025

ერთი წელი ისტორიული თამაშიდან – 2024 წლის 26 მარტი მნიშვნელოვან თარიღად იქცა ქართული ფეხბურთისთვის.

ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთი წლის წინ ამ დღეს საბერძნეთს მოუგო და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალით ისტორია დაიწერა – დაძაბული მატჩი აგრესიული სვლებით და შეტევით გამორჩეულ ბერძენ მეტოქესთან პენალტების სერიით და ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი გოლით დასრულდა. ამ დღეს თაობების მრავალწლიანი ოცნება ახდა.

მოედანზე ოცნების ასრულებით მიღებულ დაუვიწყარი ემოციების შემდეგ, არანაკლებ ამაღელვებელი იყო ის, რაც თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ხდებოდა. მთელმა საქართველომ ისტორიული გამარჯვება ხმოვანი სიგნალებით, ეროვნული დროშებით და შეძახილებით აღნიშნა. ნაკრების ბიჭები გულშემატკივრებს რესპუბლიკის მოედანზე შეხვდნენ, სადაც სახალხო ზეიმი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. წარმატებული აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაც. გამორჩეული სათამაშო სტილით, გატანილი გოლებით და მოგერიებული ბურთებით ქართველმა ფეხბურთელებმა არა მხოლოდ საერთაშორისო მედიის, არამედ არაერთი პრესტიჟული საფეხბურთო კლუბის ყურადღება მიიქციეს.

მსგავსი