როგორია B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შედეგები ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე – როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე მკურნალობას 1000-მდე პაციენტი გადის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს, სპეციალისტები მკურნალობის მსურველთა რაოდენობით უკმაყოფილოები არიან და მოქალაქეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ. სახელმწიფო პროგრამა, დაავადების გამოსავლენად ტესტირებას ითვალისწინებს. თუ შედეგად B ჰეპატიტი არ დადასტურდება, ჩატარდება ვაქცინაცია. ხოლო თუ ვირუსი გამოვლინდება, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, პაციენტის მონიტორინგი გაგრძელდება ან სპეციალური გამოკვლევები ჩაუტარდება. გართულებების აღმოჩენის შემთხვევაში, კი მედიკამენტოზური მკურნალობა დაიწყება. B ჰეპატიტთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის უფასოა.