ერთი საუკუნე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - თბილისი მაღალი რანგის სტუმრებს მასპინძლობს

27 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან და უკვე ერთი საუკუნე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან: ეროვნული დღესასწაული საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, დედაქალაქი ევროკომისიის, ასევე  6 ქვეყნის პრეზიდენტს და დელეგაციებს მასპინძლობს.

საზეიმო ცერემონიის დაწყებამდე მაღალი რანგის სტუმრები პრემიერმა კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს.

მეგობარი ქვეყნების პირველმა პირებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. წითელი ხალიჩის შემდეგ კი ეროვნული დღესასწაული ავლაბრის სასახლის ეზოდან ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი გზავნილებით დაიწყო.