ერთი ეროვნული დღესასწაული და ორი სხვადასხვა სამზადისი – ყოველწლიურ ღონისძიებასთან ერთად, რომელიც საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 26 მაისს ქალაქის ცენტრალურ გამზირზე გაიმართება, ოპოზიცია დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას საკუთარი პროგრამით აპირებს. გეგმა სალომე ზურაბიშვილის მიერ დაკომპლექტებულმა საორგანიზაციო კომიტეტმა შეიმუშავა. საბოლოო დეტალები ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიებთან, მესამე სექტორსა და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ გაიარა.
26 მაისს, დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, მანამდე კი ქალაქის რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობები მოეწყობა. ამ დღეს ოპოზიცია ევროპარლამენტიდან სტუმრებსაც ელოდება. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ოპონენტების ამ გეგმის უკან ქვეყანაში დაძაბულობის გამწვავების სურვილი დგას.
თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.