„ერთი დღე ეზიდური კულტურის სივრცეში“

თბილისში, №121 ბაგა-ბაღში ეზიდური კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ერთი დღე ეზიდური კულტურის სივრცეში“ გაიმართა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ეზიდური ტრადიციები, მათ შორის – სამოსი და კულტურული ელემენტები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ეზიდი ხალხის ისტორიასა და თვითმყოფადობას. პროგრამა ასევე მოიცავდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რაც ეზიდური კულტურის უკეთ წარმოჩენას ემსახურებოდა. ღონისძიება ორგანიზებული იყო თბილისის მერიისა და „ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა ეზიდური კულტურის პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეთნიკური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე.