ერთი დღე დაწესებული შეზღუდვების ამოქმედებამდე 

საათები რჩება მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებამდე.

ხვალ დილიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება. იკრძალება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, იხურება სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი, ერთი საათით ხანგრძლივდება ე.წ. კომენდანტის საათი. ეს ყველაფერი უკვე აისახა თბილისის დღევანდელობაზე. სავაჭრო ცენტრებში ხალხმრავლობა, ქუჩებში კი საცობებია. რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ მიღებული ორთვიანი შეზღუდვებით ხელისუფლება დაავადების გავრცელების სისწრაფის შენელებას ცდილობს. დაანონსებული შეღავათების მიუხედავად, მკაცრი შეზღუდვების სქემას სარესტორნო ბიზნესში ნეგატიური რეაქციები მოჰყვა.