„ერთი დღე ჭადრაკის სამყაროში“  

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს მასშტაბით, საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობით, ღონისძიებები იმართება.

დღეს ღვინის ქარხანაში მოყვარულთა საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა და საქართველოს ნაკრების საოლიმპიადო ფორმის ჩვენება. ღონისძიების ფარგლებში ზურაბ აზმაიფარაშვილმა და ნონა გაფრინდაშვილმა საჭადრაკო პაექრობა ღვინით სავსე ჭიქებით გამართეს.