ერთაწმინდა – ტაძარი, ისტორია და ტრადიცია

21:17, 11.10.2026

ისტორიულ სოფელში ყოველწლიური სახალხო დღესასწაული ერთაწმინდობა იზეიმეს. თარიღი იმ წმინდანის წამების დღეს ემთხვევა, რომლის სახელობის ტაძარიც ერთაწმინდის მთავარი სავიზიტო ბარათია. წმინდა ევსტათის სახელობის მე-13 საუკუნის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრების ძეგლი თლილი ქვით სტრატეგიულ ადგილასაა აღმართული, თეძმის ხეობა საქარავნო გზას წარმოადგენდა და იქვე მდებარეობდა ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენცია – ცხირეთის ციხეც. მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საძვალეც გახდა.

მსგავსი