ერთი ხეობის ფოლკლორი

ჭვანის ხეობის ფოლკლორული საღამო გაიმართა კონსერვატორიაში. ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა, რაც გამოფენასა და კონცერტს აერთიანებდა.  საღამო საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობისა“ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის ცენტრისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.