ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები შეავსო – შეფასებები

18:17, 26.08.2025

ეროვნულმა ბანკმა ივლისში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 417 მილიონი დოლარით შეავსო. ჯამში რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკაა რეზერვების შევსება, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული საკითხი შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

მსგავსი