ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები შეიძინა. გადაწყვეტილების მიზანი სარეზერვო აქტივების მდგრადობის გაუმჯობესება და მათი ინფლაციური რისკებისაგან დაცვაა. მონეტარული ოქრო მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ აღიარებული სარეზერვო აქტივია, რომელიც პორტფელის გეოპოლიტიკური რისკების მიმართ მდგრადობის გაზრდასა და რისკების შემცირებას უწყობს ხელს. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ საერთაშორისო რეზერვების მართვას უსაფრთხოების, ლიკვიდურობისა და მომგებიანობის პრინციპების დაცვით. სებ-ის განმარტებით, ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფაქტორებმა გახადა შესაძლებელი 2025 წელს საერთაშორისო რეზერვების შევსება.