ეროვნული ვალუტის კურსი

მძიმე მდგომარეობაშია ეროვნული ვალუტა.

ეროვნული ბანკის მიერ სექტემბერში განხორციელებული უკვე მესამე ინტერვენციის და ჯამში 120 მილიონი დოლარის გაყიდვის ფონზე, ეროვნული ვალუტის პოზიციები მაინც უარესდება. ევროს ფასი ოთხ ლარიან ნიშნულს უახლოვდება, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კი სამ ლარსა და 30 თეთრს გადასცდა. ლარის ყოველდღიურ გაუფასურებაზე ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და ცენტრალურ ბანკს აკისრებს და კონკრეტული ინიციატივებით მიმართავს. მათ შორისაა ხარჯების შემცირება და სებ-ის მიერ ინტერვენციის გარდა სხვა ინსტრუმენტების გამოყენება. სებ-ის მიდგომების მიმართ შენიშვნები არ აქვთ მმართველ პარტიაში, სადაც ლარის კურსის ვარდნის მთავარ ფაქტორად პანდემია და მისგან შექმნილი ნეგატიური მოლოდინები სახელდება.