ეროვნული ვალუტის კურსი

ორდღიანი შედარებითი გამყარების შემდეგ, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო.

ეროვნული ვალუტის კურსი, დღეს კიდევ თითქმის ოთხი პუნქტით დაეცა. მმართველი გუნდი ლარზე მაკროეკონომიკური ფაქტორების გავლენას გამორიცხავს და სავალუტო ბაზრის რყევებს ნეგატიური მოლოდინებით ხსნის, თუმცა ხელისუფლებაშიც ღიად ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. ანალოგიური მოთხოვნა აქვთ ექსპერტებს და ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტს, რომელიც ცენტრალურ ბანკს ინტერვენციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და იმ ნეგატიურ გავლენებზე მიუთითებს, რომლებსაც კურსის ყოველდღიური დაცემა ბიზნესზე ახდენს.

მოწოდებას ეროვნული ბანკი დღის ბოლოს, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და რა სახის ინსტრუმენტებს გამოიყენებს კურსის დასტაბილურების მიზნით.