ეროვნული ვალუტის კურსი

ლარს სამიან ნიშნულამდე მხოლოდ სამი პუნქტი აშორებს.

ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ ორი თეთრით გაუფასურდა. ერთი დოლარის ოფიციალური კურსი, ორი ლარით და 97 თეთრით განისაზღვრა. გაუფასურების ტენდენცია გრძელდება ევროსთან მიმართებითაც. ექსპერტები ოპოზიციასთან ერთად, ეროვნულ ბანკს და მთავრობას სასწრაფო ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. კურსის ყოველდღიური ვარდნის ფონზე, ცენტრალური ბანკი ხვალ პირველ ინტერვენციას გეგმავს და 40 მილიონი დოლარის გაყიდვას აანონსებს. არ არის გამორიცხული, რომ რეფინანსირების განაკვეთიც გადაიხედოს, – ეს  იმ შემთხვევაში, თუ არსებული კურსი ფასებზე აისახება, რის საფრთხესაც უკვე დღეს, ეროვნული ბანკიც ხედავს.

რა იწვევს ეროვნული ვალუტის კურსის ყოველდღიურ მკვეთრ ვარდნას, – დევალვაციის გამომწვევ მიზეზებზე პოლიტიკურ სპექტრში ისევ ვერ თანხმდებიან.