ეროვნული ვალუტის კურსი

ორი ლარი და 95 თეთრი – ლარმა ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნა.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს და სამიან ნიშნულს უახლოვდება. ბანკებში ერთი დოლარი უკვე სამ ლარად იყიდება. ლარი ყოველდღიურად პოზიციებს კარგავს ევროსთან მიმართებითაც.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებას საგარეო ფაქტორებით და ტურისტთა რაოდენობის შემცირებით ხსნის. თუმცა ექსპერტების ნაწილი ოპოზიციასთან ერთად სხვა მიზეზებსაც ასახელებს, უცხოური ინვესტიციების კლებაზე მიუთითებს და არსებულ სიტუაციაში სამომხმარებლო ფასების ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს.

ხელისუფლების ოპონენტები ცენტრალურ ბანკს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. გაუფასურების ახალი ტალღა ლარმა ივნისის ბოლოდან დაიწყო, ბოლო თვენახევარში ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 20 თეთრით დაეცა.