ეროვნული ვალუტის კურსი

ლარის პოზიციები მკვეთრად უმჯობესდება.

გუშინდელთან შედარებით ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ რვა პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი სამი ლარი და რვა თეთრი ღირს, კურსმა აიწია ევროსთან მიმართებაშიც. გამყარების ტენდენცია მაისიდან დაიწყო და ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა თითქმის 30 თეთრით გამყარდა. ეკონომისტები კურსის აწევას კოვიდ-პანდემიის მესამე ტალღის პიკის გადავლას, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდას და რაც მთავარია, ოპტიმისტურ მოლოდინს უკავშირებენ. თუმცა უჭირთ პროგნოზირება, რამდენად გრძელვადიანი იქნება დასტაბილურების პროცესი. ექსპერტები იმ რისკებზე მიუთითებენ, რაც ლარის როგორც სწრაფ გაუფასურებას, ასევე გამყარებას მოჰყვება.