ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები

ლარმა ანტირეკორდი მოხსნა. ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ გაუფასურდა. ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი უკვე თითქმის ორი ლარი და 80 თეთრი ღირს, რაც პირველი შემთხვევაა.

შექმნილ ვითარებაში იმპორტიორების ნაწილი სამომხმარებლო ფასების ზრდას არ გამორიცხავს. თუმცა ეროვნული ბანკი პროცესში ჩარევას და ინტერვენციას ჯერ არ აპირებს.

ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავს მკვეთრ გაუფასურებას გამყარება მოჰყვება.

სადავოა ლარის გაუფასურების მიზეზებიც. მთავრობის ეკონომიკური გუნდი კვლავ საგარეო ფაქტორებზე მიუთითებს, ასე არ ფიქრობენ ოპონენტები.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, აისახება თუ არა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა პროდუქტების ფასებზე.

დატოვე კომენტარი