თბილისში ეროვნული ურბანული ფორუმი გაიხსნა. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის ურბანული დაგეგმარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ალპური საზოგადოების ქვეყნების გამოცდილებაზე.
აღინიშნა, რომ მთიანი დასახლებები კლიმატის ცვლილებისა და უპრეცედენტო ურბანიზაციის ეპოქაში ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებს მიეკუთვნებიან. ითქვა, რომ დაგეგმარება გადამწყვეტ როლს თამაშობს მთიანი დასახლებების მდგრადობისა და საცხოვრებლად ვარგისიანობის უზრუნველყოფაში.