ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო კონცერტები

ცნობილი იტალიელი დირიჟორი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100-წლიანი ისტორია კიდევ ერთი კონცერტით აღინიშნება – მრავალფეროვან პროგრამას ორკესტრი მაესტრო კარლო პონტის დირიჟორობით პიანისტ დუდანა მაზმანიშვილთან ერთად წარმოადგენს.

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საიუბილეო პროგრამა თითქმის ერთი თვეა გრძელდება. კონცერტების სერია, რომლის ფარგლებშიც მსმენელს არაერთი დაუვიწყარი საღამო შესთავაზეს, 5 დეკემბერს დასრულდება.