ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ახალი სეზონი 

21:57, 29.10.2025

100-წლიანი ისტორია, რომელიც ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების ორკესტრით იწყება. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ საღამოებს იწყებს. კონცერტებში ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიო დონეზე აღიარებული და სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უკვე საუკუნოვანი ისტორიის მქონე ორკესტრი მსმენელს არაერთ საღამოს უმზადებს. საიუბილეო წლის აღსანიშნავად 31 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით კონცერტების სერიაა დაგეგმილი.

მსგავსი