ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 101-ე სეზონი
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მორიგი საკონცერტო სეზონის გასახსნელად და მსმენელთან შესახვედრად ემზადება. მევიოლინე ვალერი სოკოლოვი, კახი სოლომნიშვილი და ორგანყოფილებიანი კონცერტი – საუკუნოვანი ისტორიის მქონე ორკესტრი დამსწრეებს გამორჩეულ საღამოს ჰპირდება.
სეზონი ხვალ გაიხსნება. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მთელი წლის განმვლობაში მრავალფეროვან საკონცერტო პროგრამას აანონსებს.