ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადება
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეს და მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად რისკებზე საუბრობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყე-კაფეებში და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა, რასაც ხანძარი ან მისი გავრცელება მოჰყვება, გამოიწვევს 300-დან 500 ლარამდე ჯარიმას. ხოლო ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონმდებლობა ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.