ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური

განათლების მინისტრი თბილისის 55-ე საჯარო სკოლას ეწვია და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ალექსანდრე წულაძემ აღნიშნა, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და იმ გუნდებისთვის კანდიდატების გამოვლენას, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 64 ქალაქში იმართება. მასში 6 880-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.