ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები განათლების მინისტრმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად დააჯილდოვა. ოლიმპიადის პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ 49 მონაწილეს სასაჩუქრე ბარათები და შესაბამისი დიპლომები გადაეცა. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 19 600-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც.