ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობას 6 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე იღებს. პროცესს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო. შემდეგ ეტაპზე გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და ამასთან ერთად, მოხვდება რეიტინგული სიის პირველ 50  მოსწავლეს შორის.