ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელას კონცერტი
საგუნდო მუსიკის კონცერტი კონსერვატორიის სცენაზე – კონსერვატორიის სტუდენტები სასახლის კაპელას უდირიჟორებენ, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა. მზადდება ერთ განყოფილებიანი პროგრამა, რომელიც ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს მოიცავს.
საკონცერტო პროგრამა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებთან ერთად თანამედროვე ევროპელი კომპოზიტორების კომპოზიციებსაც აერთიანებს.
კონცერტი ხვალ კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.