ეროვნული სასახლე დღეს სახელოსნო „ჩუქურთმას“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს
დღეს, 13 მარტს, 17:00 საათზე ეროვნული სასახლის თეთრი და სარკეებიანი დარბაზი სახელოსნო „ჩუქურთმას“ 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც „ჩუქურთმას“ აღზრდილების ნამუშევრები, ასევე სახელოსნოს 60-წლიანი ისტორია – აფიშები, ესკიზები და ფოტოები.