26 მარტის ისტორიული გამარჯვების ამსახველი ემოციები და დაუვიწყარი მომენტები ახლა უკვე საფოსტო მარკებზეა ასახული. ქართული მარკა 40 000-იანი ტირაჟით გამოიცა. „საქართველო ევროპაზე“ – ამ სახელწოდების საფოსტო მარკის დიზაინის ავტორი ბაადურ ქობლიანიძეა. ის მსოფლიო საფოსტო კავშირის 200-მდე წევრ ქვეყანაშიც გაიგზავნება.
პრეზენტაციაზე ნაკრების ისტორიული გამარჯვების ამსახველი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა, საფოსტო მარკები კი სიმბოლურად პირველებს ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცათ. საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე პირველ შეხვედრას თურქეთის ნაკრებთან გამართავს.