ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 30 წლის იუბილე

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლეში დაიწყო, სადაც ამ თარიღის აღსანიშნავად მემორიალური დაფა გაიხსნა.

საიუბილეო ღონისძიებებთან ერთად, ენციკლოპედიური გამოცემის, ოლიმპიური ოთხტომეულის პრეზენტაციაც შედგა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს შეიქმნა. ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციაში დამოუკიდებლად გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.