ეროვნული ნაკრების მზადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ პრინციპულ შეხვედრებს გამართავს.

სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ილიას ზუროსის გუნდი ჯერ ვენაში ავსტრიის ნაკრებს შეხვდება. 25 თებერვალს კი თბილისის სპორტის სასახლეში გერმანიას დაუპირისპირდება.

ავსტრიაში გამგზავრებამდე ქართველმა კალათბურთელებმა მედიისთვის ღია ვარჯიში გამართეს.