საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სომხეთთან ერთა ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა „მიხეილ მესხი 2“-ზე 15 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. საკლუბო მატჩებიდან გამომდინარე, შეკრების პირველ დღეს საწვრთნელ პროცესში ვერ მონაწილეობდნენ ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი. „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით თბილისში დღეს შეიკრიბებიან. B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთის ნაკრებს 20 მარტს – ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება, წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ