ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს საფლავზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ. მათ, უწმინდესის ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი და სამგლოვიარო პანაშვიდს დაესწრნენ. ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი, პატრიარქის პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარშიც დაესწრო.