ეროვნული ნაკრებების ეკიპირების კონკურსი
სპორტის მინისტრი ეროვნული ნაკრებების ეკიპირების დიზაინის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა. კონკურსი სამინისტროს მხარდაჭერით, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლო. შედეგად გამოვლინდა სამი პროექტი და სამი გამარჯვებული, რომელთაც ფულადი პრიზები გადაეცათ.