ეროვნული კონკურსის, WorldSkills საქართველო – 2025-ის გამარჯვებულები

12:20, 14.12.2025

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ ეროვნული კონკურსის WorldSkills საქართველო 2025-ის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ბაია კვიციანმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე თითოეულ მიმართულებაში გამოვლინდა I, II და III ადგილის გამარჯვებულები. WorldSkills-ის საერთაშორისო კონკურსი 85 ქვეყანას აერთიანებს და მისი მიზანი განსაკუთრებული უნარების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შესაძლებლობების აღიარებაა.

მსგავსი