ეროვნული კინოცენტრი „ოსკარზე“ ლევან კოღუაშვილის ფილმს წარადგენს
ცნობილი ქართველი რეჟისორის ფილმი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის შესაძლოა მოხვდეს. საქართველოდან წარდგენილია ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“, რომელსაც რამდენიმე დღეში ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ. საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრმა შიდა კონკურსის დროს ხუთ ნამუშევარს შორის 90-იან წლებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე აგებული ფილმი შეარჩია, რომელიც ქვეყნის სახელით სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. შვიდი ქვეყნის კოპროდუქციას ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვედრის და ,,ოსკარის” ნომინაციის მიღების შანსი აქვს.