ეროვნული კინოცენტრი კანის ფესტივალზე 

21:58, 13.05.2026

საქართველო საფრანგეთში.

კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე პირველი შეხვედრები გაიმართა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ პავილიონში, რომელსაც  ეროვნული კინოცენტრი და სახელმწიფო პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ერთობლივად წარადგენენ. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაციის წევრები მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს შეხვდებიან. მთავარი თემაა მომავალი თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილია ქართული ფილმების წარდგენა უცხოელი პარტნიორებისთვის.

მსგავსი