ეროვნული კინოცენტრი კანის ფესტივალზე
ეროვნული კინოცენტრი ახალი ფესტივალებისთვის და ერთობლივი პროექტებისთვის ემზადება. ქართული ფილმი უახლოეს მომავალში კანადის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში ერთი კვირის განმავლობაში ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროდიუსერებს, ფესტივალების პროგრამერებსა და მსოფლიოს წამყვანი კინოინდუსტრიების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. კანის 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობა, დღეს 20 მაისს დასრულდა.