ეროვნული კინოცენტრი ანისის საერთაშორისო ფესტივალზე
ეროვნული კინოცენტრი ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდითააა წარმოდგენილია საფრანგეთში ანისის ანიმაციურ ფესტივალზე. ჩვენმა ქვეყანამ წარადგინა როგორც ეროვნული პროექტები, ისე სპეციალური პროგრამა „შავი ზღვის ანიმაცია“, რომელიც საქართველოს, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის ახალგაზრდა ანიმატორების ნამუშევრებს აერთიანებს. ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ჟიურის შემადგენლობაში საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის დამფუძნებელი მარიამ კანდელაკიც იყო.