ეროვნული გვარდია 35 წლისაა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა.
ეროვნული გვარდიის მეთაურმა კი სტუმრებს მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. გადაეცათ საშტატო იარაღები და სამკერდე ნიშნებიც. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სარიტუალო სამსახურის საჩვენებელი გამოსვლით დასრულდა.