ეროვნული გმირის გახსენება

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი ანწუხელიძეს დღე 34 წელი შეუსრულდებოდა. ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, 23 წლის ჯარისკაცი ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე წამებით მოკლეს.

ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან 10 ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ოსი სეპარატისტების მიერ მოკლული ქართველი სამხედრო იყო.

გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მას ორი შვილი დარჩა.