ეროვნული გამოცდები გრძელდება

ისტორიის გამოცდით გრძელდება საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები. ისტორიას წელს არჩევით საგნად ყველაზე მეტი – 12500-მდე აბიტურიენტი აბარებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს  ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდებისთვის დარეგისტრირებულია 41 000-მდე აბიტურიენტი. წელს საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი მოქმედებს. მნიშვნელოვანია, ყოველ გამოცდაზე სტუდენტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი დღეს პროცესს ახალციხეში აკვირდება.