ეროვნული გამოცდები გრძელდება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება.  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზეა მოწყობილი 24-ვე საგამოცდო ცენტრი ქვეყნის მასშტაბით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით, ოთახებში დილით გაგრილების სისტემა ჩართეს, თუმცა უშუალოდ გამოცდის პროცესში კოდინცირება გამოირთვება. გამონაკლისია დაშვებული იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. აბიტურიენტებს უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობისას პირბადის მოხსნის უფლება აქვთ. მერხებს შორის დაცულია დისტანცია. თითოეული სამუშაო მაგიდა კი წინა მხრიდან გამჭვირვალე დამცავი ფარით არის აღჭურვილი. წელს სულ 39  300 აბიტურიენტია რეგისტრირებული.