ეროვნული გამოცდები - განრიგი და სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს იწყება.

პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. წელს სტუდენტის სტატუსის მოპოვებას 43 000 ახალგაზრდა შეეცდება. უმაღლესი განათლების რეფორმაში დაგეგმილი ცვლილებების გამო წელს არაერთი სიახლეა მოსალოდნელი. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს. ეს ფაქტორი უკვე აისახა მიმართვიანობის მაჩვენებელზე. კერძოსთან შედარებით სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაზე მოთხოვნა ოთხჯერ მაღალია. სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტს სასწავლებლების და პროფესიების შერჩევის დროს უნივერსიტეტთან ერთად პროფესიული კოლეჯის და შესაბამისი სასწავლო პროგრამის არჩევაც შეუძლია. პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად მინიმალური ზღვარის გადალახვაა საჭირო.